+995 322 950 500  
info@mmaudit.ge
ორშ - პარ 10:00 - 18:00
სერვისები
საგადასახადო აუდიტი

საგადასახადო აუდიტი წარმოადგენს: კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის, საგადასახადო ვალდებულებების აღიარებისა და ბიუჯეტთან ანაგარიშსწორების, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას. ამ მიზნით ჩვენ ვამოწმებთ შესაბამისი საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის დროულობასა და სისწორეს.

საგადასახადო აუდიტის პროცესში ჩვენ შევამოწმებთ:

  • სამეურნეო ოპერაციების ამსახველი პირველადი დოკუმენტების შედგენის წესისა და ფორმის შემოწმებას არსებულ მოთხოვნებთან;
  • სამეურნეო ოპერაციებისა და საბუღალტრო ჩანაწერების აღრიცხვის შემოწმებას აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაზე;
  • სამეურნეო ოპერაციების შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შემოწმებას საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე;
  • წარდგენილი საგადასახადო ანგარიშგების ფორმების, დეკლარაციების შემოწმებას, საგადასახადო მოთხოვნებსა და სამეურნეო ოპერაციებთან შესაბამისობაზე;
  • შედეგად, თქვენ გადმოგეცემათ კონფიდენციალური ანგარიში, რომელშიც მოყვანილი იქნება შემოწმების მომსახურების შედეგად გამოვლენილი ხარვეზები და საგადასახადო რისკები, მათი ფინანსური შედეგები და შესაძლო გამოსწორებასთან დაკავშირებული    რეკომენდაციები,   აგრეთვე რეკომენდაციები საგადასახადო რისკების აღმოფხვრის ან მინიმუმამდე შემცირების გზების შესახებ;

საქართველოში არსებული კომპანიების ფინანსური რესურების მნიშვნელოვანი ნაწილი მიემართება საგადასახადო შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევების შედეგად დამდგარი ჯარიმებისა და საურავების დასაფარად, რაც უპირატესად გამოწვეულია აღნიშნული სფეროს სირთულით, კომპანიების კადრების არასაკმარისი კვალიფიკაციით, კონტროლის მექანიზმების არარსებობით და სხვა მრავალი მიზეზით.

საგადასახადო აუდიტის შედეგად მინიმუმამდე შემცირდება თქვენი კომპანიის საგადასახადო რისკი, ასევე ინფორმირებული იქნებით მომავალ პერიოდებში განსახორციელებელ საგადასახადო დაბეგვრასთან დაკავშირებით, გადასახადების ოპტიმიზაცია თქვენს სამომავლო ფინანსებსაც დაზოგავს.

ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად ვაწოდებთ ინფორმაციას აღნიშნულ სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ.