+995 322 950 500  
info@mmaudit.ge
ორშ - პარ 10:00 - 18:00
სერვისები
საბუღალტრო მომსახურება

ნებისმიერი სახის ბიზნესს სჭირდება ზუსტად აღრიცხული ფინანსები. საბუღალტრო ინფორმაცია დამოკიდებულია კომპანიის ზომასა და ტიპზე, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ გჭირდებათ ზუსტი ინფორმაცია. ყოველივე ეს ინვესტორებისა და საზოგადოების ნდობის მოპოვებას განაპირობებს, რაც, საბოლოო ჯამში, ნებისმიერი სახის ბიზნესის უმთავრესი მიზანია.

მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სულ უფრო მეტი და მეტი მენეჯერი ღებულობს გადაწყვეტილებას თავისი კომპანიის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ბუღალტერიის წარმოება ანდოს ასეთი მომსახურების მომწოდებელ პროფესიულ ფირმებს.

ბუღალტრული აღრიცხვის გარეთ გატანა, კომპანიის მენეჯმენტს საშუალებას აძლევს კონცენტრირება მოახდინოს მხოლოდ კომპანიის ძირითად საქმიანობაზე და არ დახარჯოს დრო საბუღალტრო-საგადასახადო საკითხების (პრობლემების) გადაწყვეტაზე. კომპანიის მენეჯმენტს საშუალება ეძლევა მაკონტროლებელი ორგანოების (საგადასახადო ორგანოების) წარმომადგენლებთან ურთიერთობა ანდოს პროფესიონალებს და მაქსიმალურად დააზღვიოს შესაძლო საგადასახადო რისკები.

 

საბუღალტრო მომსახურება მოიცავს შემდეგს:

  • კომპანიის პირველადი დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებით შესაბამისი კონსულტაციების გაწევა;
  • კლიენტის მიერ მოწოდებული პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის გადამოწმება და მონაცემების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
  • გადასახადების გაანგარიშება საქართველოში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად;
  • საგადასახადო დეკლარაციებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული ფორმების მომზადება-წარდგენა;
  • კონსულტაციები მიმდინარე საბუღალტრო საკითხებზე;
  • კლიენტის მენჯმენტისა და აქციონერებისთვის (პარტნიორებისათვის)  ფართო სპექტრის შიდა ანგარიშგების ფორმების მომზადება;
  • სხვა მომსახურება, რომელიც აუცილებელია  ბუღალტერიის წარმართვისთვის საქართველოში მოქმედი და აღიარებული ადგილობრივი და საერთოშორისო სტანდარტების შესაბამისად;
  • არასრულყოფილი ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის მოწესრიგება, ბუღალტერიის აღდგენა (მათ შორის კონსულტაციების გაწევა დამკვეთთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის ოპტიმიზაციის მიმართულებით);
  • დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების წარმოება და აღრიცხვა, შესაბამისი დეკლარირების ჩათვლით;
  • დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებებზე ინფორმაციის მომზადება:
  • ასევე სხვა ცალკეული ბუღალტრული მოდულების განხორციელება დამკვეთის მოთხოვნისამებრ;
  • კონსულტაციების გაწევა კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის შედგენასთან დაკავშირებით;
  • ფინანსური ანგარიშგების მომზადება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მათ შორის: ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით (ფასს-ით), მცირე და საშუალო საწარმოთა ფასს-ით.
  • საგადასახადო და მაკონტროლებელ ორგანოებთან დამკვეთის ინტერესების დაცვა მისი გეგმური და არაგეგმური საგადასახადო შემოწმებებისას.

 

 

შედეგი ბუღალტრულ მომსახურებაზე:

 

 

  • დამფუძნებლების და მენეჯმენტის დროული ინფორმირებულობა კოპანიის ფინანსურ საკითხებზე.
  • დამფუძნებლებსა და მენეჯმენტს შორის ინფორმაციის გაცვლის სრულყოფა. საგადასახადო და ფინანსური რისკების, მოულოდნელი დანაკარგების თავიდან აცილება.
  • საგადასახადო სამსახურთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ინფორმაციის წარგენა, წარდგენილი ინფორმაციის სისრულეზე პასუხისმგებლობა.

 

ჩვენ ვიცავთ პროფესიული საიდუმლოებას, ხანდაზმულობის ვადის მიუხედავად.