მიზნები გვაერთიანებს
+995 322 950 500   info@igal.ge
ორშაბათი - პარასკევი10:00 - 18:00
სერვისები
ფინანსური აუდიტი

აუდიტორული მომსახურების  დაწყებამდე ჩვენი გუნდი ეწვევა თქვენს ოფისს ბიზნესის მუშაობის თავისებურებებში გასარკვევად, შეისწავლის იმ რისკ-ფაქტორებს რაც ახალვს მას და შეგითანხმდებათ  ერთობლივ მუშაობის გეგმაზე უმაღლესი ხარისხის ეფექტური აუდიტის განსახორციელებლად. ჩვენი გუნდის წევრები სპეციალიზირდებიან კონკრეტულ სექტორებსა და ინდუსტრიებში, რაც განაპირობებს მათ მკაფიო წარმოდგენას შესაძლო გამოწვევებზე.  აუდიტის ჩატარების პროცესში ჩვენი გუნდი გაუზიარებს დამკვეთი ორგანიზაციის მენეჯმენტს მათი დაკვირვებებისა და მიგნებების შესახებ.

აუდიტი სრულდება  საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების შესაბამისად, თუმცა, ჩვენს მიერ დანერგილი აუდიტის პროცესი არის საკმაოდ მოქნილი, რაც  ჩვენს გუნდს საშუალებას აძლევს მოარგოს აუდიტის მეთოდოლოგია კონკრეტული კლიენტის საჭიროებების და გარემოებების გათვალისწინებით.

რატომ გჭირდებათ ფინანსური აუდიტი?

  • იღებთ დასკვნას საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ;
  • იღებთ კომპანიის მიერ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების სტრუქტურულად ჩამოყალიბებულ ფინანსურ სურათს, რაც ფინანსურ ანგარიშგებაში ასაახული ინფორმაციის სანდოობის ხარისხს ზრდის და მის მომხმარებლებს ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას აძლევს;
  • ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაცია კომპანიის აქტივები ვალდებულებების, საკუთარი კაპიტალის, შემოსავლებისა და ხარჯების, მოგებისა და ზარალის, კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობის, აგრეთვე, სააღრიცხვო პოლიტიკისა და სხვა დამატებითი მაჩვენებლების შესახებ;
  • აფასებთ კომპანიის მიერ ფულადი საშუალებებისა და მათი ექვივალენტების გამომუშავების შესაძლებლობას, ადგენთ მათ საიმედოობასა და დროულობას, რომელიც აუცილებებლია მომხმარებლის მიერ ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად;
  • იღებთ დასკვნას საწარმოს განკარგულებაში არსებული ეკონომიკური რესურსების შესახებ, მის სტრუქტურაზე, ლიკვიდურობასა და დროულობას, რომელიც აუცილებებლია მომხმარებლის მიერ ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად;
  • იღებთ ინფორმაციას კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ცვლილებების შესახებ, რაც აუცილებელია საწარმოს კომპანიის ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის შესაფასებლად;
  • იღებთ დაწვრილებით ანგარიშის გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების მითითებით, მათი აღმოფხვრისა და ასევე შიდა კონტროლის სისტემის სქემების სრულყოფის რეკომენდაციებს;
  • ფლობთ ინფორმაციას ეფექტიანობის, მომგებიანობის შესაძლო ზრდის პერსპექტივებზე;
  • იღებთ დამოუკიდებელ, ობიექტურ შეფასებას თქვენი ბიზნესის მომგებიანობის შესახებ;
  • ფლობთ ინფორმაციას კომპანიაში არსებულ ფინანსურ ხარვეზებზე და გაძლევთ რეკომენდაციებს, რაც საბოლოო ჯამში, ამცირებს მოსალოდნელ რისკებს და მათთან დაკავშირებულ ფინანსურ ხარჯებს.
  • ფინანსური აუდიტი საშუალებას გაძლევთ სამართლიანად და ობიექტურად წარადგინოთ კომპანიის მდგომარეობა დამფუძნებლების, ინვესტორებისა და კრედიტორების წინაშე და მიიღოთ მეტი ნდობა მათი მხრიდან.

მომსახურების შედეგად, დამკვეთს გადაეცემა საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრული ფორმის აუდიტორული დასკვნა.